minesianis sastumros guruli mZarcvelebi [13.Jun.2006]

XIX საუკუნის თბილისში დაახლოებით ასამდე სხვადასხვა სახელწოდების სასტუმრო იყო. მათ შორის ყველაზე კარგი კი სასტუმრო ”ლონდონი” იყო, რომელიც მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. ასევე ძალიან ცნობილი სასტუმრო იყო ”კავკასია”, რომელიც მდებარეობდა მაშინდელი ერევნის მოედანზე, ახლანდელი რუსთაველის გამზირის კუთხეში თავისუფლების მოედნის გადაკვეთაზე. ამ სასტუმროების მფლობელი იყო თბილისში მაშინ კარგად ცნობილი სომეხი მილიონერი, ვინმე არამ მინესიანი, რომელსაც თურმე ევროპაში გაეტარებინა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი და ცდილობდა თბილისშიც სასტუმროები ევროპულ ყაიდაზე მოეწყო. არამ მინესიანის სასტუმროს მუდამ იცავდნენ თბილისის მუნიციპალიტეტიდან დაქირავებული ჟანდარმები, მაგრამ მინესინის ქონების ხელყოფა არც ისე რთული აღმოჩნდა. აი, რას ვკითხულობთ ამ პერიოდის ქართულ-სომხურ გაზეთ ”მშაკში”:
    ”გუშინღამ მინესიანის გოსტინიცა ”კავკაზიაში” ორი რაზბოინიკი შეიჭრა. როგორც გოსტინიცის მუშამ თქო, რაზბოინიკები ქუთაისის გუბერნიიდან უნდა ყოფილიყვნენ და გურიის ხალხის ენაზედ ლაპარაკობდნენ. ცემაში მიასიკვდილეს იქ ყარაულად მყოფი დ. ბოთიძე და კ. ლიხოჩევი. აგრეთვე სილაქებითა სცემეს ღერმანელი და ფრანცუზი სტუმრები, რომლებსაც გასტინიცაში ნომრები ეჭირათ და 1 000 თუმნამდის ნაღდი ფული წაიღეს. ჟანდარმერიის ოფიცერმა თქო, ”რაზბოინიკებს” ჩქარა დავიჭერთო”.
    ეს ამბავი მთელ თბილისს, რა თქმა უნდა, ძალიან ჩქარა მოედო და ქალაქში ერთი მითქმა-მოთქმა ატყდა მინესიანის სასტუმროს გაძარცვასთან დაკავშირებით. როგრც ”მშაკში” დაწერილი ინფომაციიდან ჩანს, ყაჩაღები გურულ კილოზე ლაპარაკობდნენ და მთელ ქალაქში დიდი ძებნა გამოცხადდა ყველა ასეთი მახასიათებლების მამაკაცზე. ოთხიოდე დღის შემდეგ კი იმავე გაზეთში ვკითხულობთ: ”მინესიანის გასტინიცის ამბის გამო, როცა ვერაფერი გააწყო ჟანდარმერიის უფროსმა ვირმინსკიმ, ღუბერნატორს სთხოვა და წავიდა ჟანდარმერიიდან”.
    როგრც ხედავთ, გურული ყაჩაღების დაჭერა თბილისის ჟანდარმერიამ ვერ მოახერხა და მძარცველებს დანაშაული ”ხახვივით შერჩათ”!

back to all news
admin