”CamSvebi” deda Tu xelSemwyobi mSoblebi? [15.Jun.2006]
თბილისში 1988 წელს 15-16 წლის სამმა ბიჭმა გასტრონომი გატეხა და იქიდან წაღებული სურსათი გადამყიდველებში გაასაღა. მოგეხსენებათ, იმ დროის ანუ ”პერესტროიკის” პერიოდის საბჭოთა კავშირიში თუ როგორი დეფიციტი იყო როგორც კვების, ასევე სხვა მოხმარების პროდუქტებზე. იმ ერთი გასტრონომის გატეხვით, სულ მცირე, ერთი უბანი მაინც დარჩა ყველისა და კარაქის გარეშე მთელი თვის განმავლობაში. მილიციაში საქმე აღიძრა და დამნაშავეების ძებნა დაიწყო.
    როგორც ჩანს, გასტრონომის გამტეხმა ბიჭებმა ნაძარცვი საქონლის რაღაც ნაწილი შინაც მიიტანეს, მათმა მშობლებმა კი ალბათ თვალი დახუჭეს და შვილების ნაქურდალს უპრობლემოდ შეექცნენ. ამ სამი ოჯახიდან მხოლოდ ერთში აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა, თუ საიდან გააჩინა 16 წლის ბიჭმა შინ ამდენი ხორაგი. ეს ადამიანი ერთ-ერთი ბიჭის დედა იყო, რომელმაც ვერ აიტანა შვილის ასეთი უღირსი საქციელი და გაბრაზებულმა სახლიდანც კი გააგდო იგი. ეს აურ-ზაური შეუმჩნეველი არ დარჩენია მათ რამდენიმე ”ყურებდაცქვეტილ” მეზობელს, რომლებმაც თავიანთი ეჭვების მილიციისთვის გამხელა არ დაიზარეს, რაც მცირეწლოვანი კრიმინალების დაკავებით დასრულდა. შედეგად, დამნაშავის დედა, რა თქმა უნდა უნებურად, მაგრამ ”ჩამშვების” როლში აღმოჩნდა, მისი მეზობლები კი ”ჩაშვების” გამხმოვანებლები. ძნელი სათქმელია, რომელია უფრო მართალი - ”ჩამშვები” დედა თუ სირაქლემის პოზის ამრჩევი მშობლები.
back to all news
admin