არა მგონია, ასეთი მეტსახელი კიდევ ერქვას ვინმეს, არადა, იგი მართლაც ერქვა ერთ-ერთ თბილისელ სომეხ ჯიბგირს. ამ უკანასკნელს ეს ”კლიჩკა” ”კოლეგებმა” შეურჩიეს. თავიდან ჩათლახო ალბათ გააპროტესტებდა კიდეც შერქმეულ არცთუ სასიამოვნო მეტსახელს, მაგრამ ბოლოს, როგორც ხდება ხოლმე, იძულებული გახდებოდა, ბედს შეგუებოდა და აეტანა ჩათლახოობა. ამ ჯიბგირის შესახებ ბევრი გადმოცემა არსებობს, მაგრამ ჩვენ ორ მათგანს შემოგთავაზებთ. თურმე ერთხელ ჩათლახო მორიგი ჯიბგირობის დროს ტრამვაიში ასულ მილიციელს დაუჭერია და განყოფილებაში წაუყვანია. მილიციის უფროსი, როგორც დაკითხვის დროს ხდება ხოლმე, პირველ რიგში, მისი ვინაობით დაინტერესებულა. როდესაც პირისპირ მჯდომისგან გაუგია, ჩათლახოო, ასეთ უტიფრობას ისე გაუხელებია იგი და ისე უცემია ჯიბგირი, რომ სულ დაუკარგვინებია ამ მეტსახელის გამეორების სურვილი. თუმცა ბოლოს მაინც გარკვეულა ყველაფერი. ერთხელაც ამ ჯიბგირის მეტსახელის გამო ”ნახალოვკაში” მომხდარა დიდი ჩხუბი. სომეხი ნახალოვკელებს საქეიფოდ დაუპატიჟიათ, რომლის დროსაც თავიანთი მეგობრები გაუცნიათ მისთვის. როგორც წესი, ხელის ჩამორთმევის დროს ყველა თავის სახელს იძახის. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა, როცა ჩათლახოს ერთ-ერთისთვის თავისი |