naucbaTevad gamdidrebuli qurdis ambavi [ 7.Sep.2006]
90-იან წლებში საქართველოს ერთ-ერთ პატარა რეგიონში ცხოვრობდა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც იმთავითვე სახელგანთქმული იყო, როგორც ძველი ქურდული ტრადიციების გამზიარებელი კაცი. მას ცოლი არ ჰყავდა და პატარა ბინაში ცხოვრობდა. ალბათ, ამიტომაც ყველას გაუკვირდა, როცა ამ ქურდმა ერთადერთი ქალიშვილის გათხოვების შემდეგ სიძეს უზარმაზარი სასახლე აუშენა და იმ პერიოდში დიდ ფუფუნებად მიჩნეული მერსედესიც უყიდა. ეს ფაქტი დიდი ეჭვების მიზეზი გახდა ყველასთვის, ვინც ამ ქურდს იცნობდა. თუმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. მან რამდენიმე თვის შემდეგ სიძესა და ქალიშვილს უყიდა და მათ სახელზე გადააფორმა იმ მხარეში არსებული ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული საწარმო და სულ მალე თვითონვე წარსდგა ამ საწარმოს მმართველის რანგში. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ქურდის ავტორიტეტი ერთი ხელის დაკვრით განადგურდა და იგი, როგორც ხშირად მომხდარა, მორიგ ფულიან კაცად იქცა.
    როგორც აღმოჩნდა, ყოფილ ქურდს ეს თანხა, რითაც შვილსა და სიძეს ცხოვრება უმაღლეს დონეზე მოუწყო, ადრევე ჰქონდა და მხოლოდ ხელსაყრელი მომენტის დადგომას უცდიდა. ყველაზე გასაკვირი კი ისაა, რომ ამ ქურდმა შეძლო და კომუნისტური პერიოდის ფინანსური ჩაკეტილობის ჟამს 250 ათასი დოლარი დააგროვა (ყოველ შემთხვევაში, მისი ქონება ასე შეფასდა) და ეს ყველაფერი ისე მოახერხა, რომ სანამ თვითონ არ გამოააშკარავა საკუთარი თავი, მანამდე ვერავინ ვერაფერს მიხვდა.
back to all news
admin