calTvala rusisa da virTxaWamia CuqCis ambavi [ 9.Jun.2006]

თემურ ზ: სულ ორჯერ მოვიხადე სროკი - პირველი რუსეთში, მეორე კი საქართველოში და 1996 წელს გავთავისუფლდი. ქართული ციხე რუსულისგან ძალიან განსხვავებულია. აქ ბევრად უფრო ადვილია ურთიერთობა პატიმრებთან და საერთო ნაცნობებსაც უფრო ხშირად აღმოაჩენ ყველასთან. ზოგი პატიმარი ისეთ უბრალო საქმეზეა დაჭერილი, შეიძლება გარეკო. არყის, კალბასისა და სპილენძის მოპარვის გამო დაჭერილი ხალხის ნახვა ციხეში უკვე აღარავის უკვირს და ამაზე ბევრს ხშირად ვეკაიფებოდით ხოლმე. განსაკუთრებით ერთი ბიჭი მეცოდებოდა, რომელიც საკუთარმა მამიდამ დააჭერინა - 40 ლიტრი ღვინის მოპარვას აბრალებდა.
    მახსოვს, მე რომ ციხეში მოვხვდი, სამ თვეში გათავისუფლდა ერთი რუსთაველი ლოთი, რომელსაც მძინარე მეზობლისთვის ოქროს კბილი ამოუცლია, გაუყიდია და ფული სულ არაყში დაუხარჯავს. უკბილო მეზობელს უჩივლია და ორწლიანი სროკი აუკიდიათ ლოთისთვის.
    ციხეში გატარებული წლებიდან ძალიან ბევრი რამ მახსენდება, ისეთი, თქვენ რომ დაგაინტერესებთ. რუსეთში, ვორონეჟის ციხეში ყოფნისას ერთ ცალთვალა კაცს ვიცნობდი, რომელმაც თვალი თურმე ძალიან უცნაურ ვითარებაში დაკარგა: ციხე ქალაქიდან მოშორებით ტრიალ მინდორზე იყო აშენებული და ვინც ამ ციხის ყველა ტოჩკა იცოდა, გარეთ დგებოდა, რომელიმე ნაზორს ფულს გადაუხდიდა და კედლის მიღმა ისროდა არაყს, მოსაწევს და სხვა ისეთ რაღაცებს, რაც ციხეში არ იშოვება.
    ერთ ღამესაც თურმე ის საცოდავი კაცი მდგარა ამ კედლის ძირში და ძმაკაცების მიერ გადმოგდებულ არყის ბოთლებს ელოდებოდა. რას წარმოიდგენდა საცოდავი, რომ იმ სიმაღლიდან გადმოგდებული ბოთლი პირდაპირ თვალში ჩაესობოდა? ალბათ სიბნელის გამო ვერ გაარჩია კარგად ბოთლის ტრაექტორია. ამის შემდეგ სამუდამოდ დაბრმავდა ცალი თვალით.
    უცნაურ ხალხს ციხეში რა გამოლევს? ვორონეჟში ერთი ჩუქჩა იყო, რომელიც ვირთხების გამრავლებით იყო დაკავებული. მან თავისი ხელით გააკეთა დიდი გალია, რომელშიც ეს ვირთხები დაამწყვდია და როცა რომელიმე ვირთხას გაასუქებდა და დაკლავდა, ისე გვეპატიჟებოდა მის ხორცზე, თითქოს კაი ხბო ყოფილიყო. კავკასიელები, რა თქმა უნდა, არ ვჭამდით ვირთხის ხორცს, შუააზიელები კი იცოცხლე, კაი ხოშიანად დააძღებოდნენ ხოლმე...

back to all news
admin