cixeSi mosmenili saSineli istoria [10.Jun.2006]

კახა შ: სანამ ციხეში გადამიყვანდნენ, როგორც წესი, კა-პე-ზე-ში ვიყავი. ერთი ფოთელი ბიჭი იჯდა ჩემთან ერთად. მანქანა გაუტაცია და პოლიციას თურმე ზედ თბილისის შემოსასვლელთან დაუჭერია. ძალიან უცნაური ტიპი იყო. ისეთ რაღაცებს მოთხრიდა ხოლმე, ყბაჩამოვარდნილები ვუსმენდით. ერთხელ ასეთი რამ გვიამბო: ღამით ისა და კიდევ მისი ორი ძმაკაცი ბინის გასატეხად წასულან. სახლი თურმე ზღვის პირას იდგა და წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული, რომ თუ სახლის პატრონი შინ დახვდებოდათ და გამოეკიდებოდათ, ზღვისკენ უნდა გაქცეულიყვნენ, რადგან ასე უფრო ადვილად უშველიდნენ თავს.
    ბინაში რომ შესულან და საქმეს შესდგომიან, გვერდით ეზოში გამოსულ მეზობელს შეუმჩნევია ისინი და ყვირილი აუტეხავს. როგორც წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული, სანაპიროს გზით გაქცეულან, მაგრამ იქ ისეთი საშინელი რამ უნახავთ, უარეს შარში გახვეულან. თურმე თავზე დასდგომიან კაცს, რომელიც მის მიერვე მოკლულ ცოლს ქვიშაში მარხავდა. ამ კაცს თურმე ცოლთან სულ ჩხუბი და გაწამაწია ჰქონია და, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, მოუკლია. ქურდებს ძალიან შეშინებიათ და გაქცევა დაუპირებიათ. ამ დროს ის ცოლისმკვლელი კაცი დანით გამოკიდებიათ. ბოლოს, როგორც იქნა, გაქცევა მოუხერხებიათ, ის კაცი კი მეორე დღეს ბაზარში უნახავთ, რომელსაც მამა აბრამის ბატკანივით მოჰქონდა თავი. ამ ამბის შესახებ პოლიციამ დღემდე არაფერი იცის, ის მკვლელი კი ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარა რამდენიმე წლის შემდეგ

back to all news
admin