Tavdasxma ruseTis imperatoris matarebelze [11.Jun.2006]
1880 წელს იმპერატორი ალექსანდრე III მთელი თავისი ამალით კავკასიას ეწვია. ამ პერიოდში საქართველოში ძალიან რთული სიტუაცია იყო და ჩვენს ქვეყანას რუსეთიდან გადმოხვეწილი უამრავი სხვადასხვა ჯურის ტერორისტი და კრიმინალი აფარებდე თავს. იმპერატორი ალექსანდრე საქართველოში იმ პერიოდში კავკასიაში ახლად გახსნილი სარკინიგზო მაგისტრალის საშუალებით გამოემგზავრა. როგორც წყარო მოგვითხრობს, მატარებელი ხუთი ვაგონისგან შედგებოდა და იმპერატორი თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად მესამე ვაგონში იმყოფებოდა. მატარებელი საკმაოდ ნელა მოძრაობდა, რადგან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ შედარებით ძნელად კონტროლირებად კავკასიაში ალექსანდრე III-ის წინააღმდეგ ხელოვნურად შეეფერხებინათ სარკინიგზო მოძრაობა.
    მაგრამ, როგორც იტყვიან, ბედს ვერ გაექცევი. უკვე თბილისში შემოსული იმპერატორი (დღევანდელი ნავთლუღის ტერიტორიაზე) აშკარა საფრთხის წინაშე დადგა. ნიჰილისტების ერთმა ჯგუფმა (ასე ერქვა მეფის წინააღმდეგ რუსეთში შექმნილ ტერორისტთა ჯგუფს, რომელმაც მანამდე იმპერატორ პავლეს ძმა ხელყუმბარით ააფეთქა) ხიდზე ლიანდაგები აყარა, რის გამოც საიმპერატორო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა. ნიძილისტებმა კი შეასრულეს თავიანთი ამოცანა, მაგრამ ლოკომოტივის ლიანდაგიდან გადავარდნას იმპერატორის ამალის მხოლოდ 2 წევრისა და 3 მუშის სიცოცხლე შეეწირა, თავად ალექსანდრე და მისი ოჯახი კი უვნებელი გადარჩა.
    ამის შემდეგ მთელი კავკასია შიშმა მოიცვა, რადგან ყველას ეგონა, რომ განრისხებული იმპერატორი კავკასიაზე შურს იძიებდა. შეშინებული ხალხი თბილისში მთელი ორი დღის განმავლობაში სახლებიდანაც კი არ გამოდიოდა, მაგრამ ალექსანდრე III სულ სხვანაირად მოიქცა. იგი პირიქით, განგებას მადლობას სწირავდა ცოცხლად გადარჩენის გამო და ამ ბედნიერი შემთხვევის აღსანიშნავად თბილისში, პლეხანოვის გამზირზე რუსული ეკლესიის აშენება ბრძანა. 1881 წელს სარკინიგზო კატასტროფის მომწყობი 4 ნიჰილისტი დააკავეს. ჩვენ მხოლოდ მათი გვარები ვიცით: პ. დანილოვი, ა. ლეკვეიშვილი, ა. სარქისიანი და მ. კოტიკინი. რა თქმა უნდა, ოთხივეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, საქართველო კი ბეწვზე გადაურჩა რეპრესიებს.
back to all news
admin