Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
kasri - antikriminaluri iaraRi [26.Jan.2006]
1998 წლის შემოდგომაზე დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადარბაზოებში ძარცვა საკმაოდ გახშირდა, რისი მსხვერპლი ძირითადად ქალები იყვნენ: როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მძარცველების 2-3-კაციანი ჯგუფი ქუჩაში აეკიდებოდა წინასწარ შეგულებულ, სავარაუდოდ, ფულიან ქალს და ნებისმიერი ბნელი სადარბაზოს ან ჩიხის გამოჩენისას იქ შეათრევდა და ძარცვავდა. მაშინდელი პოლიციის კარგი მუშაობის ამბავი ყველას მშვენივრად მოგვეხსენება. ამიტომაც არავის გაკვირვებია დამნაშავეთა ჯგუფების დაკავება რომ ვერა და ვერ ხერხდებოდა. დანაშაულის რიცხვი კი რამდენადმე იზრდებოდა.
    კარგა ხანს გაგრძელდა ასე, სანამ ერთმა 20 წლის გოგონამ, რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, თვითონ შეძლო მძარცველების სამკაციანი ჯგუფის დაკავება და პოლიციაში მიყვანა. ამ ყველაფერს კი ის გოგონა დღესაც დიდი სიამაყით იხსენებს. ყველაფერი დაახლოებით ასე მოხდა: რუსთაველის გამზირზე მიმავალმა გოგომ შეამჩნია, რომ უკან სამი ახალგაზრდა ბიჭი მისდევდა. ამ დროს, რა თქმა უნდა, ქალი ყველაფერს ფიქრობს, უცნობი პაკლონიკის გაჩენით დაწყებული და მისი გაუპატიურების მსურველობით დამთავრებული. ამიტომ იგი ენდო ინტუიციას და იქვე მცხოვრები მეგობრის ბინის სადარბაზოს კიბეებს აუყვა, შეამჩნია, რომ სამეული აქაც შემოჰყვა. სადარბაზოს მე-3 სართულზე, როგორც ჩანდა, ბინის პატრონი რემონტს აკეთებდა, რასაც იქვე მდგარი ცემენტით სავსე უზარმაზარი კასრიც მოწმობდა. სწორედ ამ დროს მოუვიდა გოგოს ერთი იდეა და უკან ამოყოლილ სამეულს დაცდა დაუწყო. მისი მოლოდინი გამართლდა. ერთ-ერთმა გამოდევნებულმა ბიჭმა შორიდანვე ამოიღო პისტოლეტი და დაბლა ჩამოსვლა უბრძანა. გოგომ კი ელვის უსწრაფესად წამოაქცია ცემენტით სავსე კასრი და კიბეებზე დააგორა. უმძიმესმა რკინის მასამ სამივე მძარცველი ქვეშ დაიყოლა და 15-20 წუთში ისინი ურთულესი მოტეხილობებით წაიყვანეს პოლიციაში. სამივეს გადარჩენა მოხერხდა და 5-5-წლიანი სროკებიც ჩამოურიგეს. მაგრამ უცნობი გოგოს ხრიკს, ალბათ, ვერასოდეს დაივიწყებდნენ.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin