Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
mcxeTeli lamaras bordeli [29.Jan.2006]
80-იან წლებში მთელმა საქართველომ იცოდა, რომ მცხეთასთან ახლოს არსებობდა ე.წ. ლამარას სახლი, რომელშიც იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბორდელი იყო განთავსებული. ამის შესახებ მაშინდელ მილიციას ხშირად მისდიოდა ინფორმაციები და ლამარას სახლი რამდენჯერმე გაჩხრიკეს კიდეც, მაგრამ ვერც ერთხელ აღმოაჩინეს რაიმე საეჭვო. სახლში შესულ სამართალდამცავებს მხოლოდ ინვალიდის ეტლში მჯდომი სახლის პატრონი ლამარა და მისი ლოთი ქმარი ხვდებოდათ, მეძავები და მათი კლიენტები კი არსად იყვნენ. არადა, ამ სახლის შესახებ თბილისში უკვე იმდენი ჭორი დადიოდა, რომ მათ რეალურობას აღარავინ ეჭვობდა. რამდენიმე თვითმხილველიც გამოჩნდა, რომლებიც ყვებოდნენ, თუ რა განცხრომა სუფევდა აღნიშნულ სახლში. მტკიცებულებები კი არა და არ ჩანდა.
    ბოლოს მილიციამ გადაწყვიტა, უფრო ეშმაკური გზით ემოქმედა. ერთ-ერთი გადაცმული თანამშრომელი, რომელსაც გარეგნულად ძნელად თუ განასხვავებდით რიგითი თბილისელი სტუდენტებისგან, საღამოხანს საეჭვო სახლის მიდამოებში გაიგზავნა და დაევალა, როგორც რიგითი კლიენტი, ისე შესულიყო ბორდელში. მას ლამარას სახლი დაკეტილი დახვდა, შუქები კი - ჩამქრალი. აგენტი უკვე წასვლას აპირებდა, რომ მოულოდნელად იქვე, საკუჭნაოდან გამოსული მბჟუტავი სინათლე შენიშნა. უცნაური ის იყო, რომ სინათლე ჩვეულებრივად ზემოდან კი არა, ქვემოდან ანათებდა. გადაცმული მილიციელიც ჩუმად მიიპარა საკუჭნაომდე და პატარა სარკმელში შეიხედა. იქ მხოლოდ ბოთლები, ქილები და ასეთი რაღაცები ეწყო. როგორც აღმოჩნდა, იატაკი ამოჭრილი ყოფილა, რომლის ქვეშ უზარმაზარი დარბაზი იყო განთავსებული. მილიციელი უმალ დაუკავშირდა თავის განყოფილებას და რამდენიმე წუთში მილიციის რაზმმა საკუჭნაოს იატაკქვეშ ჩასვლა შეძლო, სადაც მოლოდინისამებრ, ნამდვილი ორგია დახვდათ. იატაკქვეშა დარბაზი ისე მდიდრულად იყო მოწყობილი, რომ ვერავინ წარმოიდგენდა საკუჭნაოში ასეთი ოთახის არსებობას.
    დაკავებული 12 მეძავიდან 4 გამოუშვეს. მამაშას და მის ქმარს კი, როგორც ირკვევა, 6-6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin