Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
[29.Jan.2006]
ბევრს ჰგონია, რომ საუნა-აბანოების საეჭვო რეჟიმში მუშაობის ისტორია მხოლოდ თანამედროვე პერიოდიდან იწყება, არადა, აბანო, როგორც შენიღბული ბორდელი, ყოველთვის არსებობდა კომუნისტების ეპოქაშიც. მაქსის ერთგულ მკითხველებს კარგად მოგეხსენებათ, რომ ბორდელის აბანოთი შენიღბვა ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ხერხია არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც.
    1978 წელს ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა. მოსკოვიდან სპეციალური მისიით ჩამოსულმა რევიზორმა თბილისის ერთ-ერთ, იმ დროისთვის პრესტიჟულ აბანოში წასვლა განიზრახა. მას საქართველოში არსებული სოციალური საკითხების კვლევა და შემდეგ ამ ყველაფრის მოსკოვისთვის ჩაჭიკჭიკება ევალებოდა. მას აბანოში ორი ქართველი მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკიც გაჰყვა. აბანოში სახელმწიფო მანქანის ნაცვლად ტაქსით მივიდნენ. იქაურმა ტექპერსონალმა ისინი რიგით ფულიან ბიძებად მიიჩნია, რომლებსაც, როგორც წესი, კარგი ბანაობის შემდეგ ქალების დათრევის სურვილიც უჩნდებათ. რუსი რევიზორის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილა კომუნიზმის მშენებელ საქართველოში ბანაობის შემდეგ თავზე როგორ დაადგა 2 სრულიად შიშველი ქალი და სულ რაღაც 150 მანეთად დაუვიწყარი მომსახურება შესთავაზა. რუსი რევიზორი უფრო ქართველი მასპინძლების დასანახად გაბრაზდა და ატყდა ერთი სკანდალი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა მილიციის რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც საცოდავი მეძავები და აბანოს თანამშრომლები ცემა-ტყეპით შეყარეს მილიციის მანქანებში.
    რუსმა ჩინოვნიკმა ესეც არ იკმარა და მოსკოვიდან ახალი კომისია ჩამოიყვანა, რომლებმაც თბილისში არსებული ყველა აბანო ერთი კვირით დახურეს და მათ ანტიმეძავურ რევიზია-აღწერას შეუდგნენ. ვერ გეტყვით, აღმოაჩინეს თუ არა სხვა აბანოებშიც მსგავსი ფაქტები, მაგრამ ამ ყველაფერმა რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის თანამდებობა სამუდამოდ შეიწირა.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin