Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
xudadovis tyis vnebani [29.Jan.2006]
    ქუჩაში კლიენტების დათრევა მეძავთა ყველაზე დიდი კატეგორიის მიზანია. ეს ხალხი თავის კოლეგებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ძალიან კონტაქტურები არიან.
    1987 წელი ქართულ სექს-ბიზნესში, შეიძლება ითქვას, აყვავების ხანა იყო. დღესაც ბევრი იხსენებს ამ პერიოდში საოცარი დროსტარების ამბებს. მაშინდელი ქუჩის მეძავები კლიენტების სახლებში ამჯობინებდნენ საქმიანობას, დღეს კი ნდობა უფრო ნაკლებია.
    ამჟამინდელი ცირკის ტერიტორიის ფუნქციას 80-იან წლებში ხუდადოვის ტყე ასრულებდა, ანუ სწორედ იქ მიჰყავდათ თბილისის მეძავებს თავიანთი კლიენტები. მათზე მილიციის მხრიდან ერთგვარი ნადირობა იყო გამოცხადებული. განსაკუთრებით ცნობილი იყო ვინმე მეძავი შურა და მისი სასტავი, რომლებზეც, ყველაფერთან ერთად, იმასაც ამბობდნენ, რომ შიდსი პირველად ჩვენს ქალაქში მათ შემოიტანესო. შურა ხშირი სტუმარი იყო ვენდინსპანსერისა და მსგავსი დაწესებულებების, თუმცა, როგორც წესი, მუდამ ადვილად აღწევდა მათ თავს.
    ერთხელ ისე მოხდა, რომ ზამთარში კლიენტების ნაკლებობით შეწუხებულმა შურამ და მისმა სადაქალომ თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ვაჟებს სახლებიდან მოაპარინეს ფული თუ ოქროულობა და სანაცვლოდ საოცარ მომსახურებას შეპირდნენ. ისე მოხდა, რომ ათიოდე ბიჭმა 2 ათას მანეთამდე ფულს მოუყარა თავი. ისინი გამოცდილმა მეძავებმა ძველ ბარაკებში შეიყვანეს და სამი დღის განმავლობაში ბიჭები აღარავის უნახავს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მშობლებმა მათ კვალს მიაგნეს და სამი დღის მუშაობისგან მისავათებულებს თავზე დაადგნენ. მეძავებს კი გაპარვა მოესწროთ.  მეძავთა ბანდა მეორე დღესვე იქნა დაკავებული.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin