Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
uCveulod gaZarcvuli maRazia [29.Jan.2006]
70-იან წლებში თბილისში ცხოვრობდა ცნობილი ქურდი, სახელად გია. მან სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სუფთად და უსისხლოდ მომუშავე კრიმინალმა. როგორც ცალკეული წყაროებიდან ჩანს, გია გასაქურდად შერჩეულ ბინებში, როგორც წესი, ფანჯრიდან შედიოდა და ისე მუშაობდა, რომ კვალს თითქმის არასოდეს ტოვებდა. ეს ადამიანი შემდგომში ბევრმა დეტექტივისტმა მწერალმა გამოიყენა თავის წიგნში გმირად. მისი გაკეთებული საქმეებიდან განსაკუთრებით ერთი გამოირჩევა, რომელიც ქალაქ რუსთავში მან და მისმა თანამზრახველებმა განახორციელეს.
    კრიმინალებს გარეუბანში მდგარი ავეჯის მაღაზია უნდა გაეძარცვათ, რომელიც ორ მაღალსართულიან კორპუსს შორის იყო აშენებული. ორმა კაცმა მთელი ღამის განმავლობაში ისე იმუშავეს, რომ ახლო-მახლო მცხოვრებლებმა ვერაფერი შეიტყვეს. დილით ადგილზე მისულ მილიციას კი ერთობ უცნაური სურათი დახვდა - მაღაზიის ორივე კარი კლიტით ისევ ისე იყო დაკეტილი, არც სახურავი იყო ახდილი და არც კედელი გამონგრეული. გამომძიებლები ეძებდნენ ასევე გვირაბს, რითაც შეიძლებოდა მძარცველებს მაღაზიაში შეეღწიათ, მაგრამ მათ ვერც ეს უკანასკნელი აღმოაჩინეს.
    კარგა ხნის მანძილზე ეს ქურდობა კითხვის ნიშნებს ტოვებდა და შეიძლება ითქვას, რომ არც ახსნას ექვემდებარებოდა. აღნიშნულ ქურდობას ფარდა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აეხადა, როცა აღმოჩნდა, რომ გია და მისი თანამზრახველი მაღაზიაში არც მეტი არც ნაკლები, კარიდან შესულიყვნენ. მათ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით იმდენად ოსტატურად გააღეს სამი შიდა ჩამკეტი და შემდეგ იმდენად სუფთად და კვალის დატოვების გარეშე გამოიტანეს მაღაზიიდან ყველაზე ძვირფასი ავეჯი, რომ დღესაც გაოცებას იწვევს. ყველაზე რთული ამ შემთხვევაში, როგორც ირკვევა, გაღებული კარის ისევ დაკეტვა უნდა ყოფილიყო. კრიმინალთა ჯგუფმა, როგორც ჩანს, ამასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი.
    გიას დაკავება 70-იანი წლების ბოლოს მოხერხდა ბინის გატეხვის დროს. როგორც იტყვიან, კოკა წყალზე ტყდებაო და ეს მძარცველიც იმ დროს იქნა აყვანილი, როცა ფანჯრიდან სახლში იყო გადამძვრალი და სრულიად მარტო ბინიდან ორი ანტიკვარული ნახატის გამოტანას ლამობდა.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin