Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
xelTaTmanebi benzinis suniT [29.Jan.2006]
ფაქიზ კრიმინალებს ყველაფერთან ერთად თავიანთი მკაცრად განსაზღვრული პრინციპებიც გააჩნიათ. მაგალითად, ორი ათეული წლის წინ იყო ერთი ქურდი, ვოვა, რომელიც საქმეზე არასოდეს ისე არ წავიდოდა, თავისი ხელთათმანები ბენზინში კარგად რომ არ გაერეცხა. ამის გამო იგი ხშირად ხვდებოდა ხოლმე მილიციის ეჭვის ქვეშ, რადგანაც ის ადგილები, სადაც ვოვა თუნდაც ათი წუთი ჩერდებოდა, კარგა ხნის მანძილზე ბენზინის სუნად ყარდა. ზოგი ფიქრობს, რომ ქურდის ეს ახირება სისუფთავის ზედმეტი სიყვარულის ბრალი იყო. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ იგი ამას ტოქსიკური კაიფის სიყვარულის გამო აკეთებდა. მოგეხსენებათ, რომ არსებობენ ტოქსიკომანთა ცალკეული კატეგორიები, რომლებიც კაიფისთვის უპირატესობას ბენზინის სპეციალურ სუნს ანიჭებენ.
    მოკლედ, ასეა თუ ისე, ბენზინის სუნი ვოვას მუდმივი თანმდევი იყო. ეს მილიციის გარდა, როგორც აღმოჩნდა, სხვა დაჯგუფებების კრიმინალებმაც კარგად იცოდნენ და მილიციისთვის კვალის ასარევად ვოვას ეს სისუსტე არაერთხელ გამოუყენებიათ. ანუ, საქმეზე წასვლისას თავადაც ბენზინში რეცხავდნენ ხელთათმანებს, რათა მილიციას ეჭვი ვოვაზე აეღო.
    კრიმინალურ არქივში შემორჩენილია ერთი საინტერესო ისტორია, რომლის მიხედვით აღწერილია შემთხვევა, როდესაც ბანკში გასაძარცვად შესულ კრიმინალთა 5-კაციან ბანდის ყველა წევრს, როგორც ამ ამბის მოწმეები აცხადებდნენ, ხელთათმანებზე ბენზინის სუნი ასდიოდათ. მილიცია ამ ხრიკში პირველად სწორედ მაშინ დაეჭვდა, რადგანაც ვოვა უკვე დაჭერილი იყო და ბუნებრივია, იგი ვერ შევიდოდა ბანკში, რის გამოც დამნაშავეთა გამოსარკვევად უფრო სხვა ზომების მიღება გახდა საჭირო. ერთობ სერიოზული იყო ამ დროს თვითონ ვოვას პოზიცია, რომელიც სამართალდამცავებმა თურმე ცრუ კვალის შემთხვევით მსხვერპლად ცნეს და იმის გამო, რომ მისი დაკავების მთავარი სამხილი სწორედ ბენზინის სუნის სიყვარული იყო, სამხილი გააბათილეს და გაუშვეს კიდეც წინასწარი ძიებიდან. სამწუხაროდ, უცნობია გაუსწორდა თუ არა ვოვა იმ კრიმინალებს, რომლებიც მის ჩვევას ასე ბოროტად და არაკაცურად იყენებდნენ.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin