Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
[29.Jan.2006]
1987 წელს თბილისში ერთ-ერთი ქარხნის დირექტორის 12 წლის ბიჭი უკვალოდ დაიკარგა. მამამ, როგორც ჩანს, თავიდანვე იგუმანა, რომ ყველაფერი მისთვის თანხის გამოძალვის მიზნით კეთდებოდა, ამიტომ სიტუაციის გამწვავებას მოერიდა, მილიციას არ აცნობა და მორჩილად დაელოდა, როდის დაუკავშირდებოდნენ გამტაცებლები. მისი მოლოდინი ბავშვის გატაცებიდან 4 დღის შემდეგ გამართლდა. ქარხნის დირექტორს ტელეფონზე საკმაოდ სანდომიანი ხმის მამაკაცმა დაურეკა, რომელმაც ბავშვის გათავისუფლებაში 50 ათასი მანეთი მოსთხოვა. როგორც ჩანს, ბავშვის მამისთვის ამ თანხის შოვნა არცთუ ძნელი იყო. ერთი სიტყვით, გარიგება შედგა და ბავშვი ოჯახს 50 ათასის საფასურად მართლაც დაუბრუნდა.
    ეს ამბავი მილიციისთვის მხოლოდ 2 თვის შემდეგ გახდა ცნობილი. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მთელი 6 დღის განმავლობაში გატაცებულმა ბავშვმა არც კი იცოდა, რომ იგი მოტაცებული იყო. თურმე სკოლიდან გამოსული ბავშვი მანქანაში ჩაისვა ახალგაზრდა, სოლიდური გარეგნობის კაცმა, რომელმაც მას თავი მამამისის მეგობრად გააცნო და უთხრა, რომ რამდენიმე დღე მასთან მოუწევდა დარჩენა, რადგან მშობლები სოფელში წასულიყვნენ. შინ მიყვანილ პატარას გამტაცებელმა უამრავი სათამაშო, კანფეტები მიუტანა, მაშინ ჯერ კიდევ ახალი ხილი - ვიდეომაგნიტოფონი ჩაურთო და, რაც მთავარია, დაპირდა, რომ ეს დღეები სკოლაში არ გაუშვებდა.
    ერთი სიტყვით, კრიმინალმა თავისი კარგი მოპყრობით ბავშვის გული იმდენად მოიგო, რომ შემდგომში შინ დაბრუნებული ბავშვი ვერავინ დაარწმუნა, რომ იგი გატაცებული იყო. კრიმინალის ასეთი სიფაქიზე მართლაც რომ სანიმუშოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დამნაშავეს თავისი ქცევით მსხვერპლის გულის მოგებაც კი შეუძლია.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin