Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
qalis mier daRupuli banditebi [31.Jan.2006]
ეს ამბავიც გასული საუკუნის 40-იან წლებში მოხდა. იმ დროს თბილისში არსებობდა 4-5 პატარ-პატარა კრიმინალური დაჯგუფება, რომლებიც თავიანთი დიდი სურვილს მიუხედავად, ვერ ერთიანდებოდნენ. თუმცა კი, მათ შორის აშკარად კარგი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო. ამის მაგალითია ერთ-ერთი დაჯგუფების წევრის, ვინმე ომარას (რომელიც, წესით, აზერბაიჯანელი ან ქურთი უნდა ყოფილიყო) მიერ შექმნილი ე.წ. ბრტყელი შრიფტი. იგი თავისი შინაარსითა და ლოგიკით იეროგლიფები უფრო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ანბანი. სწორედ ეს შრიფტი გამოიყენებოდა აღნიშნულ დაჯგუფებებში ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად.
    წერილების გადაგზავნა სასურველ ადგილზე მეტად მარტივად ხდებოდა. ბანდის რომელიმე წევრს ან ბანდასთან დაახლოებულ ქალს კაბის რომელიმე ნაწილზე უმაგრდებოდა იმავე ფერის მუყაოს ქაღალდი, რომელსაც უცხო თვალი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტანსაცმლის დეტალად ჩათვლიდა. მუყაოზე არანაირი წარწერა არ ჩანდა, თუკი მას თბილ წყალში არ ჩადებდნენ 5 წუთის განმავლობაში.
    ერთ-ერთი ასეთი ფოსტალიონი ქალი, ვინმე ემა, თავის უბანში, როგორც იტყვიან ხოლმე, სუსტი ყოფაქცევით იყო ცნობილი. ერთხელ, როდესაც უბანში მიდიოდა კაბაზე დამაგრებული საიდუმლო წერილით, ქუჩაში საკუთარი სახლის წინ მდგარი ერთი ძველი ბიჭი შემოხვდა, რომელმაც სახლში შეყოლა და კაი ამბავი შესთავაზა. ემამ თავი შორს დაიჭირა და უთხრა, ახლა არ მცალია და საღამოთი გამოგივლიო, მაგრამ როგორც ჩანს, ჯეელს იმდენად უნდოდა ეს კაი ამბავი, რომ საღამომდე ვეღარ მოიცადა. ქალი სახლში ძალით შეათრია და სავსე აბაზანაში მოადენინა ზღართანი. ეს ჯეელი უბანში ცნობილი ჩამშვები აღმოჩნდა და თუ რას იზამდა იგი კაბაზე მიმაგრებული წერილის აღმოჩენის შემდეგ, ამის წარმოდგენა თქვენთვის მოგვინდვია.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin