Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
cifrebiT Sedgenili saidumloeba [31.Jan.2006]

მოგეხსენებათ, არსებობს ცალკეული მეცნიერება, რომელიც ციფრებით სიტყვების გამოხატვას სწავლობს, ანუ მათ თუ დავუჯერებთ, ყველა რიცხვი ცალკეულ ასო-ნიშანს წარმოადგენს. ვერ გეტყვით, იცოდა თუ არა რამე ამ მეცნიერების არსებობის შესახებ საქართველოში 70-იან წლებში მოქმედმა დაჯგუფების წევრებმა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მათ მიერ შექმნილი საიდუმლო ანბანი სწორედ ციფრებისგან შედგებოდა. დაჯგუფების წევრები (ისინი, ძირითადად, თბილისსა და ქუთაისში მოქმედებდნენ) იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი ანბანის გაშიფვრას ვერავინ შეძლებდა, ხშირად საიდუმლო წერილებს ფოსტითაც კი აგზავნიდნენ ხოლმე. მილიციას არაერთხელ ჩაუვარდა მათი წერილები ხელში, მაგრამ ისინი ან ბავშვების მიერ მოგონილ თამაშად, ანდა სხვა უაზრო ნაჩხაპნად მიიჩნიეს.
    ასეთი ტიპის შრიფტებით კრიმინალები ტელეფონის მეშვეობითაც კი სარგებლობდნენ ხოლმე. მაგალითად, დარეკავდა ერთი კრიმინალი სადმე ტელეფონით და ჩვეულებრივი დიალოგის ნაცვლად, მოსაუბრეს ციფრებით ესაუბრებოდა. რაც უნდა ძლიერი გამომძიებელი იყო, მიდი და არკვიე, რისი თქმა უნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს რიცხვებს: 7, 8, 25-სა და 66-ს ეუბნებიან.
    ბანდა, რა თქმა უნდა, ცოცხალი ორგანიზმია და ხშირად ხდება მისი რიგების არა მარტო შემცირება, არამედ - გაზრდაც. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ გაზრდამ გაშიფრა თბილისურ-ქუთაისური ბანდის, ერთი შეხედვით, გაუშიფრავი დამწერლობა:
    დაჯგუფებაში, როგორც ჩანს, ახლად მიღებულ ახალგაზრდა ბიჭს ბანდის ძველმა წევრებმა, მოქმედების სხვა მეთოდებთან ერთად, თავიანთი საიდუმლო შრიფტიც გააცნეს და ეს შრიფტი უკეთ რომ დაეზეპირებინა, ყველა ციფრის სიტყვიერი მნიშვნელობა ფურცელზე დაუწერეს. რას იფიქრებდნენ გამოცდილი კრიმინალები, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ ბიჭი მილიციას ჩაუვარდებოდა ხელში. თურმე, იგი ძალიან საეჭვოდ იქცეოდა ქუჩაში გასვლის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, მილიციას შეუმჩნეველი არ დარჩა და მისი ისე, სასხვათაშორისოდ გაჩხრეკვის შემდეგ, მათდა გასაკვირად, ფეხსაცმელში დამალული შრიფტის ამხსნელი ფურცელიც უპოვეს. სწორედ ეს შემთხვევა გახდა შემდეგში მთელი ბანდის აყვანის მიზეზი.

back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin