Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
koWli vaxo da rusi moTamaSe [31.Jan.2006]
ეს ამბავი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მოხდა თბილისში. იმ პერიოდის ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა ქურდმა რუსეთიდან ჩამოიყვანა იქაური კოლეგა, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში განთქმული იყო, როგორც ზარის საუკეთესო მოთამაშე. ამ ფაქტმა ძალიან დამაინტრიგებლად იმოქმედა თბილისელ ყომარბაზებზე. ჩუღურეთში, ძველი ეკლესიის ეზოში, დიდი თამაში გაიმართა, მაგრამ რუსი მოთამაშის დამარცხება ვერავინ შეძლო. იგი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და თან ისე, რომ მის პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მან ზედიზედ დაამარცხა ქალაქში განთქმული მოთამაშეები და, რა თქმა უნდა, ჯიბეებიც დაუცარიელა.
    ეს ამბავი თბილისში მეხივით გავარდა და უნდა ითქვას, რომ რუსი ქურდის ასეთი წარმატებით მისი მეგობარი ქართველი ქურდიც კი უკმაყოფილო დარჩა, რადგან მასაც ეთაკილებოდა, საკუთარ ქალაქში რუსი ყომარბაზის დამმარცხებელი რომ ვერავინ აღმოჩნდა.
    ერთ დღეს, როდესაც რუსი მოთამაშე რუსეთში დაბრუნებას აპირებდა, მატარებლის სადგურში შემოხვდათ ერთი კაცი, რომელმაც ნახალოვკელ კოჭლ ვახოდ გააცნო თავი და სთხოვა, რომ მასთანაც ეთამაშა. იმის მიუხედავად, რომ უცნობი კაცის მხრიდან ასეთი უცერემონიო საქციელი ქურდის მიმართ არც ისე მისაღები იყო, რუსი მოთამაშე ვახოს მაინც დათანხმდა თამაშზე და სადგურიდანვე ჩვენთვის უკვე ცნობილი ეკლესიის ეზოსკენ გაემართნენ. ზარის კამათელი აგდებით აირჩიეს და გადაწყდა, რომ კოჭლი ვახოს კამათლით უნდა ეთამაშათ. ვახოს და რუს მოთამაშეს მთელი ღამე უგორებიათ ზარი. დილით კი აღმოჩნდა, რომ რუსს საერთოდ გამოლეოდა ფული და როგორც ქურდული ტრადიცია მოითხოვს, ფულის გამოლევის შემთხვევაში მას თავანზე (ანუ ფულის შემდგომში ჩაბარების იმედად) თამაშის უფლება არ ჰქონდა. ვახომ გაიმარჯვა და თბილისელი ყომარბაზების ჯავრიც ამოიყარა. ეს ამბავი ლეგენდასავით დღესაც ახსოვთ და განსაკუთრებით იმ მომენტს იხსენებენ, როდესაც კოჭლმა ვახომ მოგების შემდეგ რუსთან დამარცხებული ყველა თბილისელი მოთამაშე რესტორანში დაპატიჟა.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin