Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
[31.Jan.2006]
    სეკა ძალიან პოპულარული თამაში იყო ქართველ კრიმინალებში 60-იან წლებში. ყველა კარგად იცნობდა აფხაზ ჯიბგირს, რომელსაც ამ თამაშის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო გასპადინ სეკა შეარქვეს. იგი საკმაოდ დაფასებული კაცი იყო ქურდების მხრიდანაც, რადგან არაერთხელ ჰქონდა მათ მაგივრად ნათამაშები და მოგებულიც.
    გასპადინ სეკას თამაშების ისტორიიდან შემორჩენილია ერთი მეტად საინტერესო შემთხვევა. თურმე, ერთხელ მას რაღაც საქმეზე მოსკოვში მოუწია წასვლა და მოხდა ისე, რომ ხელზე მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთის ფული ჰქონდა. მოსკოვში კი ძალიან დიდი თანხა ესაჭიროებოდა. აფხაზმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი ხერხი მონახა: თვითმფრინავში მყოფ რამდენიმე მამაკაცს შესთავაზა, სანამ მოსკოვში ჩავფრინდებით, დიდი გზაა და მოდით, მანამდე სეკას თამაშით შევიქციოთ თავიო. სტიუარდესას რომ არ ეჩხუბა, ერთ-ერთმა მას კონიაკი აჩუქა და თამაშიც გახურდა. ის დრო (ანუ დაახლოებით საათნახევარი, რაც თვითმფრინავს თბილისიდან მოსკოვამდე სჭირდება) შესანიშნავად გამოიყენა გასპადინ სეკამ და 5 მგზავრს ისე სასტიკად მოუგო, რომ მოსკოვის აეროპორტში ჩასულებს ჯიბეში 5 კაპიკიც კი აღარ გააჩნდათ. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მგზავრი ისე გაუმწარებია ამ წაგებას, რომ ყველაფერი მოსკოვის აეროპორტის მილიციის თანამშრომლებისთვის მოუყოლია. სამართალდამცველებსაც არ დაუყოვნებიათ და აკრძალულ თამაშში სხვების ჩათრევის გამო გასპადინ სეკა ადგილზე დაუკავებიათ და 6 თვით დაუპატიმრებიათ კიდეც.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin