Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
avtokatastrofis msxverplni [15.Apr.2006]
ბათუმელმა დავითიმ, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, 1978 წლის გაზაფხულზე მეტად საზარელი დანაშაული ჩაიდინა: ერთ ღამეს თავისი დატვირთული მანქანით მიდიოდა ქუთაისისკენ. როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანას განათების მოწყობილობა მთლად წესრიგში არ ჰქონდა, რის გამოც გზაზე მიმავალ ქალს დაეჯახა. მძღოლი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და შენიშნა, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ იმის შიშით, რომ არ დაეპატიმრებინათ, დახმარების მაგივრად მომაკვდავი იქვე ახლოს მდებარე მდინარესთან მიათრია და ნაპირზე დააგდო. თვითონ კი გაქცევით უშველა თავს.
    ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო დამნაშავის წინ მიმავალი ჟიგულის მძღოლი, რომელმაც მანქანის დამუხრუჭების ხმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გაიგო, უკან მოტრიალდა და ყველაფრის თვითმხილველი გახდა. მან მოასწრო და გაქცეულის მანქანის ნომერი ჩაიწერა, შემდეგ კი ქალი თავის მანქანაში ჩაისვა და ახლომდებარე საავადმყოფოში მიიყვანა.
    მიუხედავად მისი მცდელობისა, ქალი მაინც გარდაიცვალა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა სრულიად უდანაშაულო თვითმხილველს. იგი მილიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოშივე დააკავეს და დამნაშავედაც ის მიიჩნიეს. როგორც აღმოჩნდა, ჟიგულის მძღოლს არ სურდა სატვირთოს მძღოლის ჩაშვება და ამიტომ საერთოდ არაფერს ამბობდა ნანახის შესახებ, მაგრამ ბოლოს, როგორც კი მიხვდა, რომ დუმილი შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა, ყველაფერი დაფქვა და დამნაშავის ავტომანქანის ნომერიც მიუთითა მილიციას.
    ბათუმელი მძღოლი იმ დღესვე დაიჭირეს, თუმცა სიმართლის დადგენას მაინც დიდი დრო დასჭირდა. საბოლოოდ მას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, რაც სისრულეში მალე იქნა მოყვანილი.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin