Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
qurdi ramazas sisxliani danaSauli [16.Apr.2006]
თბილისელი ქურდი რამაზა ერთ ღამეს სრულიად მარტო, პადელნიკის გარეშე შეიჭრა ბინაში მოსაპარად. მან კარგად იცოდა, რომ ამ დროს მთელი ოჯახი შინ იმყოფებოდა, მაგრამ გარისკა და ერთი დანის იმედად მაინც შეიპარა ბინაში.
    რამაზას ფუსფუსი შეუმჩნეველი არ დარჩენია ლოჯიაში მძინარე ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ხმას მიჰყვა და დერეფანში ქურდს თავს წაადგა. ქურდმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ბიჭს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. ამ ხმაურზე ოჯახის სხვა წევრებმაც გაიღვიძეს, ქურდი კი ისე დაიბნა, რომ საღად აზროვნების უნარი დაკარგა და თავისი დანით, როგორც ცხვრის ფარას, ისე დაერია ოჯახის წევრებს და შემდეგ გაქცევით უშველა თავს.
    როგორც აღმოჩნდა, ოჯახის ექვსი წევრიდან ხუთი ადგილზე გარდაიცვალა, მეექვსე კი, 16 წლის გოგონა სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.
    ოჯახის ამომწყვეტი დამნაშავე შუა ქუჩაში დააკავა მილიციამ სრულიად უბრალო დამთხვევის წყალობით. მოხდა ისე, რომ დამნაშავის დაცვაზე ყველა ადვოკატმა უარი განაცხადა (მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დანიშნულებმაც). თავად დამნაშავეს მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში თავის გასამართლებლად ხმა არ ამოუღია; მაშინაც კი, როცა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯეს.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin