Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
linCis wesi gansakuTrebulad sastik damnaSaveebs [17.Apr.2006]

ე. წ. ლინჩის წესით გასამართლებას, რომელიც მთელი მსოფლიოს ყველა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მიერაა დაგმობილი, ხალხი, ძირითადად, იმ დროს მიმართავს, როდესაც იმედი არა აქვს, რომ განსაკუთრებულად მძიმე დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. ვაღიაროთ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა კონკრეტული დანაშაულის გამორკვევის შემდეგ ასეთი ტიპის დასჯის მსურველნი არაერთხელ ვყოფილვართ. მით უმეტეს, ისეთი დანაშაულის შემდეგ, რომელსაც ახლა გიამბობთ.
    70-იან წლებში იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 25 წლის მანიაკმა 7 წლის გოგონა გააუპატიურა, შემდეგ კი დანით გამოჭრა ყელი და მდინარეში გადააგდო. ბავშვის გვამი მეთევზეებმა იპოვეს სრულიად შემთხვევით და ამის შემდეგ დაიწყო დამნაშავის ძებნა, რაშიც ბავშვის მშობლები და ახლობლებიც იღებდნენ მონაწილეობას. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი გარდაცვლილი გოგონას ოჯახის მეზობელი ბიჭი იყო, რომელიც მიხვდა, რომ თანასოფლელების რისხვას ვერ ასცდებოდა და თავისი ფეხით მივიდა მილიციაში.
    თუმცა მკვლელმა ყველაფერი კარგად ვერ გათვალა. ამ საზარელი დანაშაულით აღშფოთებული სოფელი მილიციის განყოფილებაში შეიჭრა. ლამის ყველას სანადირო თოფი ეჭირა ხელში. მათ იქ მყოფ მილიციელებს მოსთხოვეს, მოძალადე მათთვის გადაეცათ. სამართალდამცველები იძულებულები იყვნენ, მათი მოთხოვნა შეესრულებინათ, რადგან მიხვდნენ, რომ შეიარაღებული და გამძვინვარებული ბრბოსთვის წინააღმდეგობის გაწევა სისულელე იქნებოდა.
    ხალხს სულ რაღაც ორი წუთი დასჭირდა იმისათვის, რათა მკვლელი ქვებით ჩაექოლა. შემდეგ კი მისი გვამი ისევე მოისროლა მდინარეში, როგორც ეს უკანასკნელი მოიქცა. მილიციამ ვერავინ დასაჯა, რადგან ლინჩის წესით გასამართლებაში მონაწილე ყველა გლეხი თავის თავზე იღებდა დანაშაულს.

back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin