Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
avadmyofi qurdi [18.Apr.2006]
ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ქურდი, რომელიც 80-იან წლებში მოღვაწეობდა, ცნობილი იყო სწორედ იმით, რომ უმაღლეს დონეზე შეეძლო ალიბის შექმნა.
    ერთხელ ამ ჩვენმა ქურდმა და კიდევ რამდენიმე კრიმინალმა ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების გაძარცვა დაგეგმა. დანაშაულის წინა დღეს ეს ქურდი საავადმყოფოში გამოცხადდა, ექიმებს შესჩივლა, რომ მუცელი ძალიან სტკიოდა და მოითხოვა მისთვის გამოკვლევა ჩაეტარებინათ.
    როგორც ჩანს, კრიმინალმა კარგად იცოდა, რომ გამოკვლევის შემდეგ კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად დაუდგენდნენ. ასეც მოხდა. ექიმებმა ქურდს წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და იმის გამო, რომ იმ პერიოდში მკურნალობა უფასო იყო, ყოველგვარი წინასწარი შემზადების გარეშე ავადმყოფი ერთ-ერთ პალატაში დააწვინეს.
    ღამის სამ საათზე ეს ჩვენი ავადმყოფი ფანჯრიდან გადაიპარა და შეთანხმებისამებრ, მონაწილეობა მიიღო ქურდობაში. შემდეგ უკან დაბრუნდა და უდარდელად დაწვა თავის პალატაში.
    როგორც აღმოჩნდა, ქურდობა არც ისე მაღალპროფესიულ დონეზე იყო განხორციელებული, რადგან მილიციამ დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე შეძლო სწორ კვალზე დადგომა და ავადმყოფი ქურდის სამივე თანამზრახველის აყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ გამომძიებელმა კარგად იცოდა ამ კრიმინალებთან ჩვენი ქურდის ურთიერთობის შესახებ, მასაც მიაკითხა საავადმყოფოში, მაგრამ თავად მედპერსონალმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ ძარცვის ღამეს ეს კაცი საავადმყოფოში იმყოფებოდაო. ერთი სიტყვით, ამ ქურდმა მტკიცე ალიბი შეიქმნა და ალბათ, გამოძვრებოდა კიდეც ამ საქმიდან, მის ერთ-ერთ თანამზრახველს რომ არ ემუხთლა მისთვის და მილიციისთვის ყველაფერი არ დაეფქვა.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin