Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
dabadebis dRe alibad [19.Apr.2006]
    კიდევ უფრო მოხერხებულად მოიქცა ერთ-ერთი ახალგაზრდა მძარცველი 1985 წელს. მას მეზობლად მცხოვრები ებრაელის ბინის გაძარცვა სურდა თანამზრახველთან ერთად და ამის განხორციელება დღისით დაგეგმა, რადგან ამ დროს სახლში მხოლოდ მოხუცი ბებო იმყოფებოდა.
    კარგი ალიბი რომ ჰქონოდა, ამ ახალგაზრდამ დანაშაულის ჩადენის დღედ, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი დაბადების დღე აირჩია. მან უამრავი სტუმარი მოიწვია და გვარიანი ქეიფიც გამართა. გახურებული ჭამა-სმის დროს იუბილარი თავის თანამზრახველთან ერთად შეუმჩნევლად წამოდგა სუფრიდან, იარაღი და ნიღბები აიღო და ჩანაფიქრი ათიოდე წუთში მოიყვანა სისრულეში: მძარცველები შეიჭრნენ ბინაში, მოხუც ქალს ხელ-ფეხი შეუკრეს; რომ არ ეყვირა, პირში ჩვარი ჩაუტენეს და ადვილად მიაკვლიეს ასი ათასი მანეთის ღირებულების ოქროულობას. შემდეგ ეს ყველაფერი თავიანთი სადარბაზოს შესასვლელში გადამალეს და ქეიფს დაუბრუნდნენ.
    ცხადია, დანაშაულში ეჭვს ამ ბიჭზე არავინ მიიტანდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. იმავე კორპუსში მცხოვრებმა ბავშვებმა მეორე დღეს თამაშის დროს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს დამალული იარაღი, ნიღბები და ოქროულობა. მილიცია მაშინვე მიხვდა, რომ დამნაშავეებს იქვე ახლომახლო უნდა ეცხოვრათ. მათ დაკითხეს ყველა საეჭვო პირი და იარაღზე აღმოჩენილი ანაბეჭდების საშუალებით მალე დაადგინეს დამნაშავის ვინაობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ახლობელი ამტკიცებდა, იმ დღეს ჩვენთან ერთად იყოო, ახალგაზრდას მაინც დაუმტკიცეს დანაშაული.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin