Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
mSobiare qali da narkotikebi [20.Apr.2006]
1994 წელს ერთ-ერთმა თბილისელმა ბარიგამ, რომელსაც შეატყობინეს, რომ რამდენიმე წუთში მის ბინას პოლიცია დაეცემოდა, ნარკოტიკების დასამალად და ალიბად მეტად უცნაურ ხერხს მიმართა: მის მეზობლად მისივე ძმა ცხოვრობდა, რომლის ცოლიც ფეხმძიმედ იყო და დღე-დღეზე უნდა ემშობიარა. ამიტომ რადგან სხვა გზა არ ჰქონდა, ადგა და მთელი წამალი საწოლში მწოლიარე რძალს ჩაუდო.
    პოლიცია მართლაც მალე მოვიდა და ჩხრეკა ჩაატარა, მაგრამ რაც არ იყო, რას იპოვიდა?! მოხერხებული ბარიგა ალბათ გამოძვრებოდა, მისი რძალი სწორედ იმ წუთებში მოსულ სასწრაფოს საავადმყოფოში რომ არ წაეყვანა. სიჩქარეში ის ნარკოტიკებიც გაჰყვათ. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდა ექიმი, ამდენ ნარკოტიკს რომ აღმოაჩენდა მშობიარე ქალის ლოგინში. თუმცა იგი არ დაბნეულა და ყველაფერი პოლიციას ამცნო. შედეგად ორმოცდაათი ათას დოლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი იქნა ამოღებული ქალის საბნიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მშობიარესა და მის ქმარს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდათ, იძულებულები იყვნენ, ნათესავი ჩაეშვათ. ბარიგა უმალ დააპატიმრეს, ხოლო იმ ცოლ-ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ თანამზრახველად იქნა მიჩნეული, პოლიციამ ბავშვის გამო აპატია დანაშაული.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin