Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
mZarcveli monadire [ 7.May.2006]
    1977 წელს ერთმა ბოლნისელმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ყველა ნადირობისა და ტყეში ხეტიალის ტრფიალად იცნობდა, დიდი ჩალიჩის შემდეგ შეძლო მონადირის ლიცენზიასთან ერთად ოფიციალურად აეღო იარაღის მუდმივად ტარების უფლება, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად ეგრძნო.
    მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ტურისტული მოგზაურობების ბუმი იყო. ჩვენმა მონადირემ მშვენივრად ისარგებლა ამ ყველაფრით და მეტად ხელსაყრელ კრიმინალურ საქმიანობას მიჰყო ხელი. იგი უსაფრდებოდა ტყეში შესულ ექსკურსიანტებს და ძარცვავდა მათ. თან იმუქრებოდა, თუ ამ ამბავს გაახმაურებთ, არც თქვენ მოსაკლავად ამიკანკალდება ხელიო.
    როგორც ჩანს, ბოლნისელ ყაჩაღ მონადირეს ისე გაუტკბა ფულის ასე იოლი გზით შოვნა, რომ ბოლოს კიდევ უფრო გათავხედდა და ტურისტების დაყაჩაღება ახლა გზებზეც დაიწყო. ეს ყველაფერი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა კოკამ წყალი ბოლოს უკვე ვეღარ მოუტანა ავაზაკს. ერთ-ერთ ტურისტულ ავტობუსში ფრანგ ტურისტებთან ერთად უშიშროების ორი თანამშრომელი აღმოჩნდა, რომლებმაც სანადირო თოფით შეიარაღებული ყაჩაღი ერთი გასროლით მოკლეს.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin