Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
yaCaRi moxuci polkovniki [ 8.May.2006]

1982 წელს თბილისში საკუთარი სურვილით განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა მილიციის პოლკოვნიკმა, რომელიც დამსახურებულ პენსიაზე გაუშვეს და მისი სურვილისამებრ, კახეთში მეტყევედ დანიშნეს. დამსახურებულ ადამიანს აბა, ვინ დაავალებდა, ნამდვილი მეტყევის მსგავსად კილომეტრები გაევლო და ბრაკონიერები დაეჭირა?! იჯდა იგი თავისთვის ქოხში და სახელმწიფოს მიერ ჩაბარებული ძველი თოფიც მუდამ შემართული ჰქონდა.
    რომელი ჭკუათმყოფელი დაეჭვდებოდა, მილიციაში ნამუშევარი, პენსიონერი პოლკოვნიკი შვიდკაციანი ბანდის ერთ-ერთი წევრი თუ იქნებოდა. როგორც წესი, ეს ბანდა შუაღამისას გამოდიოდა საძარცვავად კახეთის სხვადასხვა სოფელში, ნაძარცვი კი მოხუცი მეტყევის ქოხში შეჰქონდა და იქვე გაკეთებულ სამალავში მალავდა.
    ადგილობრივმა მილიციამ რამდენჯერმე რეიდი მოაწყო ამ ბანდის ასაყვანად. კვალსაც მიაგნო, რომელიც იმ ტყეში მიდიოდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ვინ გაბედავდა, ეჭვი შეეტანა დამსახურებული ჩინოვნიკის პატიოსნებაში?!
    ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს მეძებარი ძაღლები მეტყევის ქოხს მიადგნენ. მოხდა ისე, რომ მოხუცი იმ დროს იქ არ იმყოფებოდა და მილიციელებმა წასვლა დააპირეს, მაგრამ ძაღლები ჯიქურ მიიწევდნენ ქოხისკენ. მილიციელებიც მიჰყვნენ მათ და ქოხში არსებულ სამალავს მიაკვლიეს, რომელშიც ურიცხვი რაოდენობის მოპარული ნივთები იყო. ერთი სიტყვით, ზოგჯერ სწორედ ისინი არიან საშიში დამნაშავეები, ვინც ნაკლებად იწვევს საზოგადოების ეჭვს.

back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin