Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
colis mkvleli biznesmeni [ 9.May.2006]

ეს ამბავი 1999 წელს მოხდა. ერთმა ახალგამომცხვარმა ბიზნესმენმა საკმაოდ დიდი თანხის გადახდის სანაცვლოდ ტაბელური იარაღის ტარების უფლება მოიპოვა და ძვირად ღირებული ვალტერის ტიპის პისტოლეტიც ჩამოიკიდა. მოგეხსენებათ, იმ დროს იარაღის ტარება ოფიციალურად იკრძალებოდა და არაერთ ყოფილ მხედრიონელსა თუ გვარდიელს იჭერდნენ იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. ამ ყველაფრის ფონზე ამ ჩვენს ბიზნესმენს უფრო გაუძლიერდა სიამაყის გრძნობა.
    ახლა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ოჯახური კონფლიქტური სცენა - ტირილისგან თვალებდასიებული ცოლი კუთხეშია მიყუჟული, ქმარი კი ოთახში ბოლთას სცემს გაცოფებული და მაგიდაზე აბრახუნებს მუშტებს. გააჩნია სიტუაციას, მაგრამ კაცი შეიძლება ისე გაბრაზდეს, რომ მთლად აიღოს ნამუსზე ხელი და ცოლი მიბეგვოს ან იატაკის ჯოხი თუ სხვა რაიმე ნივთი მოუღეროს; მაგრამ იშვიათად თუ მოიქცევა ვინმე ისე ჯალათურად, როგორც ეს ჩვენი ბიზნესმენი მოიქცა. ოჯახური კონფლიქტის დროს მას პირველი, რაც ხელში მოხვდა, ახლად ნაყიდი პისტოლეტი იყო. მან სამი ტყვია დაახალა მეუღლეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ეს დანაშაული ჩვენს ყოყლოჩინა ბიზნესმენს ათწლიან პატიმრობად დაუჯდა.

back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin