Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
garaJSi gadamaluli manqana [10.May.2006]
    1981 წელს ქალაქ რუსთავში მცხოვრებმა საკმაოდ მდიდარმა კაცმა გადაწყვიტა თავისი ათი წლის ვაჟისთვის ჟიგულის მარკის მანქანა წინასწარ ეყიდა და შეენახა იმ დრომდე, ვიდრე მას დასჭირდებოდა. ჩვენთან დღესაც მრავლად არიან მამები, რომლებიც საკუთარ შვილებს მსგავს დათვურ სამსახურს უწევენ.
    მართლაც, შეიძინა ამ კაცმა მანქანა და ამასთან, მისთვის ავტოფარეხის აშენებაც დაიწყო. ფარეხი იმ პერიოდისთვის უახლესი კონსტრუქციით ააშენა, სიგნალიზაციაც დააყენა, მანქანა შიგ შეიყვანა და გახარებულმა გულზე ჩამოიკიდა მანქანისა და ფარეხის გასაღებები.
    მოგეხსენებათ, საქართველო პატარა პროვინციაა, სადაც ყველა ამბავი უცბად ვრცელდება და ეს ინფორმაციაც მალე მთელ რუსთავს მოედო. ხალხს სალაპარაკო მეტი არაფერი ჰქონდა. განსაკუთრებით, თადარიგიანი მამის კისერზე ჩამოკიდებულ ორ გასაღებზე კაიფობდა, რომელიც მას წლების მანძილზე, ანუ შვილის სრულწლოვანებამდე მორჩილად უნდა ეტარებინა.
    ვის-ვის და ქურდებს ასეთ მაცდური ამბავი როგორ გამოეპარებოდათ. სამი ახალგაზრდა მომპარავი ამ კაცს ჩაუსაფრდა და სამსახურიდან გამოსულს თავს დაესხა, გასაღებები წაართვა და შემდეგ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის თავზე დაამწყვდია, რათა ამ უკანასკნელს მილიციაში არ ეჩივლა.
    ქურდები გასაღებებით მიადგნენ ავტოფარეხს, მაგრამ მისი გაღება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ. თურმე ფარეხის გასახსნელად გასაღების გადატრიალების მთელი კომბინაციის ცოდნა იყო საჭირო. რაღას იზამდნენ, პატრონი სახურავიდან ჩამოიყვანეს და გასაღები კომბინაციის სწავლება მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ზუსტი კომბინაცია მასაც დავიწყებოდა. რა თქმა უნდა, არ დაუჯერეს და კარგა გვარიანად მიბეგვეს. შემდეგ ავტოფარეხი პატრონის თვალწინ გატეხეს და მანქანა მაინც წაიყვანეს.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin