Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
50 gasaRebi [11.May.2006]
80-იან წლებში თბილისში ერთი უშვილო მოხუცი ქალი ცხოვრობდა. მასზე ლეგენდები დადიოდა, რომ თითქოს ქმრის მიერ დანატოვარი უზარმაზარი ქონება ჰქონდა გადამალული თავისივე ბინის სარდაფში. მოხუცი პირდაპირ მილიციის განყოფილების წინ ცხოვრობდა და კრიმინალებიც ამიტომ ერიდებოდნენ ასეთი სანუკვარი ლუკმის ხელში ჩაგდებას.
    მაგრამ ხომ არსებობენ მთლად თავზეხელაღებული არამზადებიც?! ორი მათგანი შუაღამისას გადაძვრა მოხუცის ბინაში, მძინარე ბებო გააღვიძა და მოსთხოვა ეთქვა, სად მალავდა ოქროულობას. მოხუცს შიშისაგან გული წაუვიდა. მძარცველებმა ქალი ვერ მოასულიერეს და თავად შეუდგნენ სამალავის ძებნას. აღმოჩნდა, რომ სამალავი არა სარდაფში, არამედ კედელში იყო გაკეთებული და მის გასახსნელად გასაღები იყო საჭირო. ქურდები გასაღების ძებნას შეუდგნენ, იპოვეს კიდეც, მაგრამ ერთის ნაცვლად 50 სხვადასხვა. ბევრ მოხუცს ხომ ჩვევად აქვს ძველი ნივთებისა და გასაღებების შეგროვება. ჰოდა, სწორედ ამ ჩვევების გამო დაბნეულმა მძარცველებმა საათზე მეტი დრო მოანდომეს გასაღებების მორგებას, თუმცა გარჯა წყალში ჩაეყარათ, რადგან მათი საქმიანი ფუსფუსი მეზობელს არ გამოპარვია და განძის მაძიებლებს თავზე მილიცია დააყენა.
    მართალია, ქურდებმა სახლიდან ვერაფერი წაიღეს, მაგრამ მოხუცს მაინც ყველაფერი ოხრად დარჩა. მისი გადარჩენა ვერც დროულად მოსულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა შეძლეს.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin