Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
ZvelqarTul-somxuri saidumlo Srifti [31.Jan.2006]
1949 წელი სტალინმა დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოაცხადა და მართლაც რომ განკითხვის დღე დაიწყო მთელ საბჭოთა კავშირში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც რამენაირად იყო შემჩნეული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ რიცხვში მოხვდა იმერეთში მოქმედი ბანდიტური დაჯგუფებაც. ასეთი არასასურველი ნიადაგის გამო დაჯგუფების წევრებმა ბანდა შუაზე გაყვეს, ნახევარი რუსეთში წავიდა, ნახევარმა კი საქართველოში გააგრძელა თავისი საქმიანობა, ოღონდ, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილით.
    მოგეხსენებათ, მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა. ქალაქის ქსელის ტელეფონები კი სისტემატურად ისმინებოდა უშიშროების მიერ. ამიტომ ბანდის ორ ნაწილს შორის კავშირის დასამყარებლად ერთადერთი გზა - წერილებით დაკონტაქტებაღა რჩებოდა. წერილებს, რა თქმა უნდა, ფოსტით ვერ გააგზავნიდნენ. საჭირო იყო მათი სანდო კურიერისთვის გატან-გამოტანება. ასეთი ადამიანები კი უმეტესად, ან მოსყიდული მძღოლები, ანდა ცნობილი ადამიანები იყვნენ, რომელთაც გაჩხრეკვას მილიცია ვერ აკადრებდა. როგორც ირკვევა, წერილები იწერებოდა ორი ძველქართული დამწერლობის - ნუსხურისა და ასომთავრულის შეზავებით. თუმცა რამდენიმე ასო სომხურიდანაც ჰქონიათ აღებული.
    მთელი 5 წლის მანძილზე კონტაქტის ამ მეთოდმა, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალედ იმუშავა, სანამ მილიციის მიერ როსტოვში ამოღებული ეს უცნაური ხელნაწერი ერთი სომეხი მეცნიერის ხელში არ აღმოჩნდა. მან უმალ იცნო წერილში გამოყენებული რამდენიმე სომხური ასო-ნიშანი და იმასაც მიხვდა, რომ დანარჩენი ასოები ძველქართული უნდა ყოფილიყო. ამისთვის თბილისიდან მოსკოვში სპეციალურად გაიგზავნა ძველი ქართულის მცოდნე სპეციალისტიც. ასო-ნიშნების უცნაური არევ-დარევის მიუხედავად, ქართველმა და სომეხმა სპეციალისტებმა ორ დღეში მაინც შეძლეს წერილის გაშიფვრა. წერილში ზუსტად იყო განმარტებული ის ადგილმდებარეობა, სადაც იმ დროს ბანდის ქართული ნაწილი იმალებოდა. თუ რა მოხდებოდა ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, ამის მიხვედრა არცთუ რთული უნდა იყოს.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin