Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
yomarSi CaTreuli miliciis ufrosi [31.Jan.2006]

ყომარი ერთ-ერთი ყველაზე უძველესი აზარტული თამაშია. იგი ირანიდანაა შემოსული და მისი სახელიც ყომარ ირანულად თამაშს ნიშნავს. სწორედ აქედან მოდის ყომარბაზის ფენომენის ისტორიაც.
    საქართველოში ყოველთვის იყვნენ ცნობილი ყომარბაზები, რომლებისგანაც თითოეულს თამაშის განსხვავებული ხელწერა და სტილი ჰქონდა. უწინ ყომარში კამათლის ნაცვლად გამოთლილი კენჭები გამოიყენებოდა, რომელთა ოთხივე მხარეს თავისი რიცხობრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ბევრი ქართველი ყომარბაზი თვითონვე აკეთებდა სათამაშო ქვებს.
    მე-20 საუკუნის 30-იან წლებში თბილისში არსებობდა ერთი ცნობილი ყომარბაზი, ვინმე იასიანი, რომელიც სათამაშო ქვების გაკეთების დიდოსტატად ითვლებოდა. მისი გაკეთებული ქვები, როგორც წესი, მხოლოდ მის მფლობელს აგებინებდა. როგორც ჩანს, ყომარი მხოლოდ კრიმინალებში არ იყო პორულარული, რადგან მოხდა ისე, რომ ეს იასიანი მილიციის უფროსსაც კი ეთამაშა. თურმე, როდესაც მთელ თბილისში გავრცელდა ხმა დიდი ყომარბაზის არსებობის შესახებ, ამ დროს ახალშექმნილ საბჭოთა მილიციაში მიუღიათ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მავნე ელემენტის აყვანის შესახებ. იასიანი სწორედ გახურებული თამაშიდან წაუყვანიათ მილიციაში. მილიციის უფროსი დაინტერესებულა ამ უცნაური თამაშით და იასიანისთვის უთხოვია, მისთვის თამაშის წესები აეხსნა. როდესაც ყომარბაზმა მილიციის უფროსი ყველაფერში გაარკვია, მოსწავლე იმდენად დაინტერესებულა, რომ მზად იყო, იასიანი გაეთავისუფლებინა, თუ მასთან თამაშისას წააგებდა. თამაში, რა თქმა უნდა, იასიანმა მოიგო და მილიციის უფროსმაც დაპირებისამებრ გაათავისუფლა. სამწუხაროდ, არ არის ცნობილი, დაუჯდა თუ არა სამსახურის დაკარგვად მილიციის უფროსს ეს ერთი თამაში. მით უმეტეს, რომ მეორე დღეს ამ თამაშის შესახებ მთელმა ქალაქმა იცოდა.

back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin