Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
opiumi uzbekeTidan [ 4.Feb.2006]
    როგორც ცნობილია, ნარკოდილერებში ქალებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქალი ნაკლებად ექცევა პოლიციის ყურადღების ქვეშ, მამაკაცისგან განსხვავებით.
    1985 წელს თბილისში ამ პერიოდში საკმაოდ ცნობილმა ბარიგამ ვინმე ნათელამ (გვარს გარკვეული მოსაზრებებით არ ვასახელებთ) ორ თანამზრახველ მეგობარ ქალთან ერთად უზბეკეთიდან ჩამოიტანა ძალიან დიდი რაოდენობის ე.წ. სუფთა ოპიუმი. მიუხედავად იმისა, რომ 1985 წელს ჯერ კიდევ სსრკ არსებობდა და შესაბამისად, მის 15-ვე რესპუბლიკაში წასვლა-წამოსვლა უმარტივესი იყო, შუა აზიაში მილიცია მატარებლებზე მაინც დიდ კონტროლს აწესებდა, რადგან მათ ყველაზე კარგად იცოდნენ ნარკოგამსაღებლების მიერ მათი ქვეყნისადმი დაინტერესების შესახებ. ამიტომ ნათელასა და მისი თანამზრახველების მიერ საქართველოში ნარკოტიკის ჩამოტანა მეტად ორიგინალურად მოხდა. სამივემ ოპიუმი, ტრადიციისამებრ, ლიფში ან ტრუსებში კი არ დამალა, თმის ვარცხნილობა გაიკეთეს ისეთი, რომ მასში თავისუფლად ჩაიმალებოდა რამდენიმე ათეული პაკეტიც კი (ეს ფაქტი ნათელამ თავად აღიარა შემდგომში მილიციაში დაკითხვისას). როგორც იტყვიან ხოლმე, მთელი თბილისი ამ ოპიუმზე შეჯდა. იყო შემთხვევები, რომ კლიენტების მოსაზიდად ნარკოგამსაღებელი ქალები სკოლის მოსწავლე ბიჭებს ამუშავებდნენ და გასამრჯელოდ მათაც ოპიუმს აძლევდნენ.
    სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ნარკოტიკის ჩამოტანა შეძლეს ქალებმა თავიანთი თმის საშუალებით, მაგრამ მათ მიერ ნაშოვნ თანხას, 230 ათას მანეთს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნარკოტიკების ეს პარტია ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მილიციამ ძალიან მალე შეძლო ამ ქალების აყვანა, ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო, რადგან მათ ოპიუმი სულ გაეყიდათ და ყველაფრის ერთმანეთისთვის გადაბრალებას ცდილობდნენ.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin