Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
[ 4.Feb.2006]
ე.წ. შავი წამალი, რომელიც სხვადასხვა ქიმიური მინარევისგან მზადდება და საკმაოდ დიდ ფარმაცევტულ ცოდნას მოითხოვს, ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი იყო საქართველოში. ბევრი ქართველი ნარკომანი მხოლოდ ამ წამალზე იყო (და არის) შემჯდარი და სხვა ნარკოტიკის გასინჯვის სურვილიც კი არ ჰქონდა 90-იანი წლების დასაწყისში.
    არეულობის პერიოდში შავი წამლის გასაღების ერთ-ერთ მთავარ ბუდედ თბილისის სიახლოვეს არსებული რამდენიმე სოფელი ითვლებოდა. ხშირად ამ სოფლებშივე ხდებოდა წამლის მოხმარებაც. წამლის ბარიგებიდან განსაკუთრებით ცნობილი იყო ვინმე ნიაზი, რომელიც ნარკოტიკს უმეტესად თვითონ ამზადებდა კუსტარული წესით. ეს ბარიგა ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა თავის ცოლთან ერთად და მხოლოდ გარკვეული პაროლის შემდეგ იღებდა კლიენტებს. წამლის მსურველები თუკი ფანჯარაზე ოთხჯერ მიუკაკუნებდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ნარკოტიკი სჭირდებოდათ. უფრო მეტჯერ ან ნაკლებს ვინც დაუკაკუნებდა, ნიაზი კარს არაფრის დიდებით არ აღებდა ხოლმე.
    არ ყოფილა შემთხვევა, ნიაზას წამალი ვინმესთვის იაფად ანდა ნისიად გაეტანებინოს. სწორედ ამ სიძუნწემ შეიწირა იგი, რადგან, როგორც ჩანს, იმ პერიოდში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების წევრს ბარიგამ წამალი ნისიად არ მისცა. ამიტომ მას ფანჯრები ჩაუცხრილეს. ეგრე არ უნდაო და ბარიგამ ამის შემდეგ უკვე ფულით მოსულ ამ ბანდის სხვა წევრს აღარ გაატანა ნარკოტიკი. ეს უკვე თავისთავად ომის დაწყებას ნიშნავდა ბარიგასა და ბანდიტებს შორის. ერთ ღამესაც ნიაზას ოთხი კაცი თავზე დაეცა, მაგრად სცემეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ბინაში წამლის ძებნა დაიწყეს. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც არც მეტი, არც ნაკლები, მთელი რძის ქვაბი ნახეს წამლით სავსე. ამდენი წამალი, ალბათ, თავის დროზე ცნობილ ამერიკელ ნარკობარონებსაც კი არ უნახავთ. წამალი ნიაზას თვითონ დაემზადებინა და ასე ანაწილებდა. ყაჩაღებმა, რა თქმა უნდა, წამალი სულ წაიღეს. ეს ამბავი კი შემდგომში თვითონ ნიაზასგან გაიგო ყველამ.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin