Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
[ 4.Feb.2006]

იქიდან გამომდინარე, რომ პლანი მაინც ნარკოტიკად ითვლება, არ შეიძლება საქართველოში პლანის, ანუ კანაფის ყველაზე დიდ პლანტაციაზე არ ვილაპარაკოთ. თუკი თვითმხილველებს დავუჯერებთ, ასეთი დიდი პლანტაცია, რომელიც თურმე ერთ მეასედ ჰექტარზე იყო გადაჭიმული, ხუთი წლის წინ ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში აღმოაჩინეს. პლანტაცია ეკუთვნოდა 3 ძმას, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისში ცხოვრობდა და იქ ჰყიდდა პლანს.
    მოგეხსენებათ, ზოგიერთი ადამიანი იმდენა ხარბია, რომ რაც უფრო ბევრი აქვს, მით მეტი უნდა. სწორედ ასე დაემართათ ამ ძმებსაც. თავიანთი ბიზნესი რომ გაეფართოებინათ, თურმე, მეზობელს სთხოვეს, შენი სატყეო ნაკვეთი მოგვყიდეო. მეზობელმა ამაზე უარი უთხრა, რადგან წლების მანძილზე ზამთრობით შეშის გარეშე დარჩენა მოუწევდა. არადა, ეს ნაკვეთი მართლაც საუკეთესო იყო პლანის დასათესად ჯერ ერთი იმიტომ, რომ სოფლისგან კარგა გვარიანად იყო მოშორებული, მეორეც, ე.წ. შენახული ნიადაგი კარგი მოსავლის მომტანი იქნებოდა. ამაზე მეზობლებს დიდი ჩხუბი მოუვიდათ, რაც ერთ-ერთი ძმის დაჭრით დამთავრდა და როდესაც ეს ფაქტი ყველამ გაიგო, რა თქმა უნდა, პოლიციაც დაინტერესდა და ამის შემდეგ რაც მოხდებოდა, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin