Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
[ 4.Feb.2006]
ერთ-ერთი ყველაზე ძველი სისხლიანი გარჩევა 1952 წელს თბილისში მოხდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ციხიდან ახალგამოსულ ერთ კაცს სრულიად უბრალო რამეზე შელაპარაკება მოუვიდა თავის მეზობლად მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭთან, რომელსაც, როგორც შემდეგში გაირკვა, მაშინდელ ქურდულ სამყაროსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა მოვლენების შემდგომ განვითარებაში.
    შელაპარაკებიდან მესამე დღეს ბიჭმა ორი ძმაკაცის დახმარებით მტრად გადაკიდებული მეზობელი გარეთ გამოათრია და მანქანაში ჩატენა. შემდეგ ერთ-ერთ გარეუბანში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. რა თქმა უნდა, ამით ძალიან შეელახა თავმოყვარეობა ნაცემს. გარდა იმისა, რომ უსამართლოდ სცემეს, საწყენი ისიც იყო, რომ ეს ყველაფერი მასზე რამდენიმე ათეული წლით უმცროსმა ბიჭებმა ჩაიდინეს. შეურაცხყოფილმა შურისძიების მეთოდს მიმართა. იგი იმ საღამოსვე გადაიპარა ქურდების ძმის ბინაში და საწოლში მყოფ ბიჭს დანით არაერთი ჭრილობა მიაყენა. ეს უკანასკნელი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.
    როდესაც ეს ამბავი ადგილობრივი ავტორიტეტების ყურამდე მივიდა, ორივე მათგანი ქურდებთან დაიბარეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს მომხდარის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ორივე მხარე მტყუანი იყო. ასეთ დროს, როგორც წესი, ორივე მხარის გამტყუნება და, ასე ვთქვათ, გაფუჭება ხდება. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შავების ერთ ნაწილს ახალგაზრდა ბიჭის გაფუჭება არ აწყობდა. მეორე ნაწილი კი მკაცრად მოითხოვდა, ყველაფერი წესისამებრ გაკეთებულიყო. ამის გამო დიდი ჩხუბი ატყდა. აღნიშნული ჩხუბის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, თუმცა სულაც არაა გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი მეტიც ყოფილიყო, რადგან ჩხუბის დამთავრების შემდეგ მოჩხუბრებმა მიმალვა მოასწრეს და იმის დროც ექნებოდათ, რომ მკვდრები გადაემალათ. თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული გარჩევის შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თბილისელ კრიმინალებში დიდი განხეთქილება არსებობდა.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin