Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
[ 4.Feb.2006]
ეს ამბავიც თბილისში 1977 წელს მოხდა. ჩხუბის ძირითადი მიზეზი ამ შემთხვევაში ქალი იყო. სამმა ახალგაზრდა თბილისელმა ბიჭმა რუსეთიდან მეძავი ჩამოიყვანა. როგორც ხდება ხოლმე, ამ ქალთან მთელმა საძმაკაცომ მაგარი დრო გაატარა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მაგარი რუსი ნაშის შოვნა არც ისე ადვილი იყო. ეს ამბავი უმალ შეიტყვეს სხვა უბნის ახალგაზრდებმა და ამ ქალის სურვილი მათაც გაუჩნდათ. ქალის ჩამომყვან ბიჭებთან მათ სამკაციანი დელეგაცია გააგზავნეს, რომ ქალი რამდენიმე დღით მათთვის დაეთმოთ, მაგრამ თხოვნაზე ცივი უარი მიიღეს, რასაც დიდი ჩხუბი მოჰყვა. თუმცა, უცხოტომელებმა გაიმარჯვეს და რუსი მეძავი ელგუჯას მზაღოსავით თავისი უბნისკენ გააქანეს. საპასუხო რეაქციას არ დაუგვიანია - მეორე დღესვე განცხრომაში მყოფ ხუთ მოძალადეს თავზე ექვსი სამართლის მაძიებელი ბიჭი დაადგა. ორივე ჯგუფს წევრებს დანები აღმოაჩნდათ და დიდი ჩხუბის შემდეგ ქალის მომტაცებლებიდან ერთ-ერთი დაიღუპა.
    აშკარა იყო, რომ ეს ამბავი ამით არ დამთავრდებოდა, ამიტომ ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი სათანადოდ გაერჩია. შეხვედრა და საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. წინასწარ იარაღი თითქმის ყველას ჰქონდა ნაშოვნი. თუმცა პირველად მაინც იმ სასტავიდან მოხდა გასროლა, რომელსაც ძმაკაცი მოუკლეს, შემდეგ კი მოვლენები მეტად ტრაგიკულად განვითარდა. ამ გარჩევას 3 კაცის სიცოცხლე შეეწირა, 2 კი ისე მძიმედ დაიჭრა, რომ სამუდამოდ ინვალიდად დარჩა. მკვლელების ვინაობის დადგენა მილიციამ ძალიან მალე შეძლო, მაგრამ ეს უკვე ვეღარაფერს უშველიდა.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin