Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
gaurkvevloba alyis dros [ 4.Feb.2006]
80-იანი წლებისთვის ქალაქი რუსთავის კრიმინალურ სამყაროში ძალიან დიდი გავლენა მოიპოვა ე.წ. სომეხთა დაჯგუფებამ, რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე, მთლიანად სომეხი კრიმინალებით იყო დაკომპლექტებული. ბუნებრივია, ეს ფაქტი სულაც არ აწყობდა ადგილობრივი კრიმინალების იმ ნაწილს, რომელსაც პრეტენზია გააჩნდა ამ ქალაქის კონტროლზე, თუმცა სომხებთან აშკარა დაპირისპირებას მაინც ერიდებოდნენ. მაგრამ სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ მათ შორის ომის აუცილებლობას ყველა ამჩნევდა. ასეთი მტრული ატმოსფერო არც სომხებს აწყობდათ, ამიტომ მათ სხვა დაჯგუფების ათამდე კრიმინალს შესთავაზეს ყველაფერი მშვიდად და ნორმალურად გაერკვიათ, რისთვისაც ერთ-ერთი ამ დაჯგუფების წევრის ბინაში შეკრება დათქვეს. გარჩევაზე ყველა კრიმინალი ზუსტ დროს გამოცხადდა, გარდა ერთი მათგანისა, რომელიც სრულიად სხვა საქმეზე დააკავეს იმ ღამით და მილიციისთვის მას უკვე ამ შეკრებაზე ყველაფერი ნაამბობი ჰქონდა. გარჩევის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მილიციას შენობისთვის უკვე ალყა ჰქონდა შემორტყმული და როდესაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა რუპორით კრიმინალებს იარაღის დაყრისა და ჩაბარებისკენ მოუწოდა, ბინაში ამ ფაქტმა დიდი არევ-დარევა გამოიწვია. ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ ჩაშვებას. რა თქმა უნდა, ასეთ ურთიერთბრალდებებს ვერც ერთი თავმოყვარე დამნაშავე ვერ მოითმენს და იქამდე, სანამ მილიცია ბინაში შეაღწევდა, კრიმინალებს ერთმანეთი თითქმის სულ ჩაეხოცათ. სანდო ვერსიით, ამ გაუგებრობას 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო ის 11 ადამიანი, რომელთა აყვანაც მილიციამ შეძლო, სწორედ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin