Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
gaqnili benos ambavi [ 8.Feb.2006]
ქართველი მოგზაური კრიმინალებიდან არანაკლებ ყურადღებას იპყრობს ვინმე ბენო, რომლის სამოგზაურო არეალი, ძირითადად, საქართველოს ქალაქებით შემოიფარგლებოდა. ბენო წარმოშობით კახელი იყო, თუმცა სოხუმიდან თბილისამდე თითქმის ყველა ქალაქში ჰქონდა სახლი. რა თქმა უნდა, ბინები ოფიციალურად სხვას ეკუთვნოდა, მაგრამ მილიციამაც და ყველამ, ვინც ბენოს იცნობდა, კარგად უწყოდა მათი ნამდვილი მეპატრონის ვინაობა.
    ხშირად ხდებოდა ხოლმე ისე, რომ ეს კაცი ქუთაისში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ რამდენიმე საათში უკვე თელავში იყო და უწყინარი კრავის სახით დომინოს თამაშობდა ეზოში. მასზე, რა თქმა უნდა, სერიოზული ეჭვები არსებობდა, მაგრამ ამ ყველაფრის დადასტურება უძნელესი საქმე იყო. ცნობილია ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა: ბენო გურჯაანში იყო დაპატიჟებული ნათესავის ბავშვის ნათლობაზე. შუა ქეიფის დროს მას ბოდიში მოუხდია თამადისთვის, ტუალეტში გავალ და მალე დავბრუნდებიო. იგი ჩუმად გავიდა გარეთ, მანქანაში ჩაჯდა და ზუსტად ერთი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ თბილისში წინასწარ შეგულებული დაკეტილი ბინა გაეტეხა, წამოეღო იქიდან რაც წამოსაღები იყო და უკან დაბრუნებულს ასევე მშვიდად გაეგრძელებინა ქეიფი გურჯაანში.
    მსგავს უცნაურ ამბებს ხშირად უკავშირებდნენ ამ კრიმინალს, მათ შორის ბევრი მართლაც, რომ ძნელად დასაჯერებელია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბენოს აყვანა ძალიან მარტივად მოხდა მილიციის მიერ. იგი სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთში მორიგი ქურდობის შემდეგ კახეთისკენ მანქანით მიდიოდა, რათა ალიბი ჰქონოდა, თითქოს მთელი დღე კახეთში იმყოფებოდა. გაქნილმა ბენომ მალევე აღიარა თავისი დანაშაულობები.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin