Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
bordeli avtosadgomSi [ 8.Feb.2006]
ყველას მოგეხსენებათ, თუ რა კარგად უგებენ მეძავები მძღოლებს და ხშირად მათი მუდმივი კლიენტებიც სწორედ ეს უკანასკნელნი არიან. 1977 წელს სატვირთო ავტომანქანების რამდენიმე თბილისელმა მძღოლმა და ხუთამდე მეძავმა ერთგვარი ბიზნესის წამოწყება განიზრახეს. გარეუბანში აშენებულ დიდ ავტოსადგომში მძღოლებმა, უფროსობასთან შეთანხმებით, იშოვეს სამი, საკმაოდ ნორმალურად მოწყობილი ოთახი და იქ მეძავები დააბინავეს. შემდეგ კი ამავე უბნის ჯეელებში გაავრცელეს ხმები, რომ 20 მანეთად კაი ქალის დათრევა შეიძლებოდა.
    იმ პერიოდში ქალების ასე ადვილად შოვნა ძალიან ძნელი იყო, რის გამოც მძღოლების ბიზნესგეგმა გამართლდა და მთელი ერთი კვირის მანძილზე ქალებს მსურველების უზარმაზარი რიგი ედგათ. ეს ყველაფერი ავტოსადგომის უფროსობამაც იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან კარგა დიდი თანხა მასაც ხვდებოდა. ამ გზით მიღებული შემოსავალი იმდენად გაიზარდა, რომ ათასზე მეტი მძღოლი საერთოდ აღარ დადიოდა სამსახურში და მთლიანად ახალ საქმეზე გადაერთო.
    ნათქვამია, რომ ყველაფერს იღბალი უნდაო. სწორედ ეს იღბალი არ აღმოაჩნდათ გამამაშებულ მძღოლებს, რადგან ავტოსადგომის გასაკონტროლებლად მოსული რევიზია სწორედ მაშინ დაადგათ თავზე, როცა ბოზების საშუალებით მთელი ღამის განმავლობაში ნაშოვარ თანხას ითვლიდნენ და მეორე ღამის გეგმებზე მსჯელობდნენ. რევიზორები, რა თქმა უნდა, ძალიან გაოცდნენ ამ სცენის დანახვისას, მაგრამ სულაც არ შესცოდებიათ მძღოლები, ისე გამოიძახეს მილიცია.
    ეს ყველაფერი მაშინ ტელევიზიითაც გადაიცა და მძღოლებს ქვეყნის მტრები და სოციალიზმის გადმონაშთები უწოდეს.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin