Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 184 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212
SemTxveviT darbeuli bordeli [ 8.Feb.2006]
70-იან წლებში რუსთავში არსებობდა ერთი ცნობილი ბორდელი, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდანაც კი დადიოდნენ ჟინის მოსაკლავად. თუკი ამ ყველაფრის თვითმხილველებს ვერწმუნებით, რუსთავის ბორდელში 20-მდე მეძავი იყო დასაქმებული. თვითონ ბორდელი ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე იყო მოწყობილი. ამის გამო მეძავებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები, რადგან ვინც კი ეს ადგილი იცოდა, მთვრალი ხშირად ადგებოდა პირველი სართულის ფანჯარას და მრავალსართულიანი გინებით ითხოვდა შიგნით შეშვებას. მეძავებს კი ასეთი ხმაური სულაც არ აწყობდათ და ბევრჯერ უყურადღებოდ დაუტოვებიათ სექსის მთვრალი მსურველნი. ადგილობრივ მილიციას ამის შესახებ, წესით, ყველაფერი უნდა სცოდნოდა, მაგრამ ქრთამის თუ სხვა კონკრეტული ინტერესის გამო თვალებს ხუჭავდა.
    ამ ბორდელის არსებობა სრულიად შემთხვევით გახმაურდა: რუსთავში ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ასაყვანად თბილისიდან მილიციის სპეციალური რაზმი ჩავიდა, რომელსაც მიღებული ჰქონდა ცრუ შეტყობინება იმის თაობაზე, თითქოს ყაჩაღები ჩვენ მიერ ნახსენებ შენობაში იმალებოდნენ. როდესაც მილიციელებმა ბინის კარი შეამტვრიეს და შიგნით შეცვივდნენ, იქ ნახევრად ან მთლად შიშველი ქალების მეტი არავინ დახვდათ. ყაჩაღები, რა თქმა უნდა, ვერ აიყვანეს, მაგრამ უდანაშაულო მეძავები კი წაასხეს თბილისის ვენდისპანსერში. სხვათა შორის, ამ ამბავს რუსთავის ლამის მთელი მილიციის განყოფილება შეეწირა.
back to all news
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /storage/content/43/1007043/kinto.nl/public_html/stories/mynews.inc.php on line 212 admin